გარდაბნის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციიდან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს
გარდაბნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განაცხადა და ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა.
„გამგებლის არჩვენებს არავითარი კავშირი არ აქვს საპარლამენტო კანონთან. ეს არის სრულიად სხვა რამ. შუალედური არჩევნების დროს ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით, რადგან მიგვაჩნდა, რომ 6 თვით დეპუტატის არჩევა არაფერს ცვლის. ამ შემთხვევაში გამგებელი, რომელსაც სურს შეცვალოს და დაეხმაროს რაიონში მოქალაქეებს იმას ვირჩევთ სამი წლით,“ - აცხადებს სერგო რატიანი.
თავისუფალი დემოკრატები გამგებლების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ძალებს მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ეხმიანება. დეპუტატის განცხადებით პარტიები არჩევნებს ბოიკოტს იმიტომ უცხადებენ, რომ მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ.
„სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს. ეტყობა მათ იმედი არ აქვთ გამარჯვების და ამიტომ გააკეთეს ბოიკოტი,“ - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.