"დეფიციტის შევსების ერთადერთი რესურსი არის გაზპრომი-დამთავრდა!“ - გიორგი ვოლსკი
ოპოზიციის კრიტიკას, გაზპრომთან მოლაპარაკებებზე, მმართველი გუნდი პასუხობს.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს სჭირდება 11 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რესურსი, რომლის შევსებაც მხოლოდ გაზპრომისგან არის შესაძლებელი.
„ეს არ არის ის, რომ დადე ხელშეკრულება და გაზპრომზე ჩამოეკიდე. ეს არის 4 თვის განმავლობაში აუცილებელი დეფიციტის შევსებაზე ხელშეკრულება. აზერბაიჯანმა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მივაწოდოთ 6 მილიონი კუბური მეტრი დღეში და ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ 6 მილიონი 7 მილიონამდე. ჩვენ გვჭირდება 11. ამ საკითხთან დაკავშირებთ, დეფიციტის შევსების ერთადერთი რესურსი არის გაზპრომი - დამთავრდა, ეს არის ფორმულა,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.