ფოთში დაცხრილული პროკურორის მანქანა - ალექსანდრე გოგუაძის მკვლელობის მცდელობას რამდენიმე ვერსიას უკავშირებენ

არც მოტივი და არც დამნაშავეა ცნობილი ფოთში მომხდარ თავდასხმაზე, სადაც საოლქო პროკურორს 4 ტყვია ესროლეს.

ალექსანდრე გოგუაძე უვნებელი გადარჩა, თუმცა დაცხრილულია მისი ავტომობილი.

ფოთის საოლქო პროკურორის განზარახ მკველელობის მცდელობის ბრალდებით საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. უცნობია ისიც ვინ ესროლა ალექსანდრე გოგუაძის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ჯერ, ან რას უკავშირდება ეს ინციდენტი.

ქალაქში მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიებს ასახელებენ, მათ შორის ბიზნეს ინტერესებს და უშუალოდ გოგუაძის საპროკურორო საქმიანობას, თუმცა პროკურორის თქმით, ბიზნესთან მას შეხება არ აქვს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით ფოთის საოლქო პროკურორი ხე–ტყის ბიზნესშია ჩართული და სროლა ბიზნეს წილების გადანაწილებას მოჰყვა. ერთერთი ვერსიით კი, ალექსანდრე გოგუაძეს ცეცხლი მისი საპროკურორო საქმიანობის გამო გაუხსნეს.

 

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, სოფო ჭულუხაძე, ზაზა ბესელია, ეკა ბუცხრიკიძე. 

Читайте на сайте