ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს

ევროპარლამენტმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შესახებ საკმაოდ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი თითქმის უცვლელად დაამტკიცა.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, მედიის თავისუფელებისა და რუსთავი 2–ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზეა საუბარი.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, მედიის გამოხატვის თავისუფლებას და შეშფოთებას გამოთქვამს მედია პლურალიზმზე. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ  რუსთავი 2-ის საქმის მსგავსი შემთხვევები ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის. 

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას სასამართლო და პროკურატურა არ გამოიყენონ პოლიტიკური დევნისთვის. რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ გახანგძლივებული წინასწარი პატიმრობის გამოც. 

ევროპელი დეპუტატების მიერ შემუშავებული და მიღებული რეზოლუცია კი იწყება მოწოდებით და მიმართვით, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს რეფორმები. 

ავტორი: ნათია გოგსაძე

Читайте на сайте