გაუფასურებული ლარი-ოპოზიცია ხელისუფლების არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 2 ლარი და 49 თეთრია. დღის ბოლოს რამდენიმე თეთრით გაიზარდა დოლარის ფასი სავალუტო ჯიხურებშიც. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ ერთი პუნქტით გაუფასურდა და ოფიციალური კურსი ამ დროისთვის 2 ლარი და 44 თეთრია.
მომხმარებლები ამბობენ, რომ ფასები მკვეთრად გაზრდილია პროდუქტებზე და მედიკამენტებზე.
ნაციონალურ მოძრაობაში ლარის გაუფასურების ახალ ტალღას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. უმცირესობაში ამბობენ, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკის ბერკეტების ამოქმედება და სავალუტო რეზერვების გამოყენება შედეგებს ვერ მოიტანს.
ოპოზიციამ პრემიერმინისტრს ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმის გამოყენება შესთავაზა.
საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უმცირესობას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, მარიამ ჭოხონელიძე, მამუკა ჯანაშია.