ხარძიანის საქმე - პროკურატურის მიერ გასაჯაროებული კადრები და მკვლელობის უცნობი მოტივი

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულები უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ბიზნესმენის შვილის განცხადებით, პროკურატურას მამამისის მკვლელობის საქმე არ გაუხსნია.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ბრალდებულების გადაადგილების მარშუტის კადრები გაასაჯაროვა. ოფიციალური ინფორმაციით, ბიზნესმენი მკვლელობაში ორივე ეჭვმიტანილი უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები ოლექსანდრ დამეტროვი და ოლეგ დოევი იძებნებიან.

მოკლული ბიზნესმენის უმცროსი შვილი ბესო ხარძიანი აცხადებს, რომ მოტივიც და დამკვეთების ვინაობაც მისთვის ცნობილია. ის ხელს მკვლელობის შემკვეთებად, მამამისის ყოფილ ბიზნესპარტნიორებს გია უდესიანსა და რეზო ქურასბედიანს ასახელებს, თუმცა გია უდესიანის და, ნატო უდესიანი აცხადებს, რომ მის ძმას მკვლელობასთან კავშირის არ აქვს.

ბიზნესმენის უფროსი შვილი მიშა ხარძიანი მამამისის მკვლელობაში ბიზნესმენის მეორე ცოლს ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებს.

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ზურა მანაგაძე. 

Читайте на сайте