ევროპარლამენტის რეზოლუციაში სისტემურ პრობლემებზეა საუბარი - ეკა ტყეშელაშვილი
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ეკა ტყეშელაშვილმა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციის მნიშვნელობაზე კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ "ეს მთავარი გზავნილი და პოლიტიკური ტონის მიმცემი დოკუმენტია".
„სისტემური ხასიათის პრობლემებს ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას,“ - აცხადებს ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც რეზოლუციაში მოხვედრილი სისტემური პრობლემების მოგვარების იმედი არაფორმალურ მმართველობის პირობებში არა აქვს.