მაამებლები, ჩვენი ინტერესების არდამცველები, არაკომპეტენტურები და მატყუარები - გიგა ბოკერია მთავრობას აკრიტიკებს

"მაამებლები, ჩვენი ინტერესების არდამცველები, არაკომპეტენტურები და მატყუარები", - ასე შეაფასა ხელისუფლებასა და გაზპრომს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, მოლაპარაკებებით ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს და საკუთარ მოსახლეობას ატყუებს, როდესაც გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს პოლიტიკურად ამართლებს.

„ეს ხალხი იტყუება. ამ ხალხს აქვს პოლიტიკური დავალება, იყოს მაამებლური რუსეთის მიმართ. სხვანაირად ვერ აიხსნება, როდესაც შენივე მთავრობა გიყვება იმ არგუმენტებს, თუ რატომ მოგიგებს გაზპრომი მოლაპარაკებებში და რატომ არიან ისინი მართლები. კაცი, რომელიც ჭკუას გვარიგებს და თან უტიფრად დაგვცინის, რეალურად კი საკუთარ კეთილდღეობასა და კაპრიზებზე ფიქრობს, უნდა გავუშვათ სახლში,“ - განცხადა გიგა ბოკერიამ.

Читайте на сайте