გიგა ბედინეიშვილი ლარის გაუფასურებას გარეფაქტორს არ უკავშირებს
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი, ლარის გაუფასურებას გარეფაქტორს არ უკავშირებს.
ამის შესახებ მან განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ასეთი პირდაპირი კავშირი გარე ფაქტორებთან არ არსებობს.
გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ მთავრობას კრიზისის შეგრძნება არა აქვს და „უფრო მეტიც, კრიზისის აღიარებაც კი უჭირთ“.
„ეს გარეფაქტორები რომ არსებობდეს, რას აკეთებს მთავრობა კონტრზომების მიღების თვალსაზრისით, ამას რომ გაუმკლავდეს? არ მახსენდება ხელისუფლებისგან არც ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეკონომიკისთვის მართლაც ღირებული იქნებოდა. სასაცილო ფორმებს იძენს, როცა ლარის კურსი ასე მაღალია და მთავრობა ამბობს, რომ შესაშფოთებელი არაფერი ხდება,“ - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.