შემცირებული ინვესტიციები ენერგეტიკაში

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის, მტკიცების მიუხედავად, ენერგეტიკაში ინვესტიციები მკვეთრად მცირდება. ამის დასტურია სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები.

ინვესტიციების შემცირებაზე საუბრობენ მინისტრის ოპონენტებიც.

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი, აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში უცხოური ინვესტიცია ქართულ ენერგეტიკაში არ შემოსულა. უფრო მეტიც, დაკონსერვდა ბევრი დაგეგმილი პროექტი და შეჩერდა ის პროექტებიც, რომელთა მშენებლობაც უკვე დაწყებული იყო.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კახა კალაძემ ენერგეტიკის სფეროს მიმზიდველობა დაუკარგა და შემოსავლებიც ამ დარგში მკვეთრად შემცირდა.

სპეციალისტები ასევე დენის ტარიფის ზრდაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ სემეკის მიერ დენზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და უახლოეს მომავალში დენის გადასახადი კიდევ გაძვირდება.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

Читайте на сайте