არმენოფობიური-ფაშისტური ხასიათის განცხადებაა - საიას იურისტი თამაზ მეჭიაურს აკრიტიკებს

არმენოფობიური-ფაშისტური ხასიათის განცხადებაა, - ასე აფასებს საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის, განცხადებას, რომელიც დეპუტატმა პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.

„თამაზ მეჭიაური განცხადება იმის თაობაზე, რომ მას რომ სცოდნოდა კონკრეტული აქციის წევრის სახელი იყო არტური, მას უფრო მაგრად დაარტყამდა, პირდაპირ არმენოფობიური-ფაშისტური ხასიათის განცხადებაა. საკმაოდ შემაშფოთებელი და საკმაოდ საშიშია, როდესაც პარლამენტის დეპუტატის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადება კეთდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეჭიაურის მხრიდან არმენოფობიური და ჰომოფობიური განცხადება კეთდება და ვფიქრობ, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ქართულმა ოცნებამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს,“ - აცხადებს გიორგი გოცირიძე.

მესამე სექტორი ქართული ოცნების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებებზე სათანადო რეაგირებას ითხოვს.

Читайте на сайте