სპეციალისტების მტკიცებით, ლარის გაუფასურება ფასების კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს

სპეციალისტები ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე ფასების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კიდევ უფრო უარესდება და ლარის გაუფასურება იმპორტის გაძვირებას გამოიწვევს.

ამის შესახებ კურიერთან საქართველოს ბიზნესპალატის პრეზიდენტი, ემზარ ჯგერენაია, საუბრობს.

„დოლართან გაცვლითი კურსი დაეცა. რაც ნიშნავს იმას, რომ იმპორტის ყველა მაჩვენებელი გაიზრდება. ანუ, იმპორტი ყველა ვარიანტში გაძვირდება და, ბუნებრივია, მოსახლეობას საბანკო მომსახურება სერიოზულად გაუძვირდება,“ - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

საბანკო მომსახურების გაძვირებაზე აქცენტს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ეკონომიკის ანალიტიკოსი, გივი ადეიშვილი.

„რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება დიდ გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით მოქალაქეებზე, რომელთაც სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ და ასეთი საკმაოდ ბევრია. დოლარიზაცია საქართველოში მაღალია და, შესაბამისად, მათ ყოველთვიური მომსახურება უძვირდებათ,“ - აცხადებს გივი ადეიშვილი.

Читайте на сайте