პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 6 კანდიდატია წარდგენილი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის 6 კანდიდატია წარდგენილი: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, მაია მელიქიძე, კობა გვენეტაძე და თემურ ჭეიშვილი.
ამ კანდიდატურების განხილვას სპეციალური კომისია დარგის ექპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დაიწყებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 6 კანდიდატურის გარდა, კიდევ ერთი ნია შარაშიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი, რომელიც ეკონომიკის ერთ-ერთმა ექსპერტმა წარადგინა, თუმცა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვამდე შარაშიძის კანდიდატურა წარმდგენმა გაიწვია.
"წინასწარი შერჩეული და შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით ექსპერტები კანდიდატებს განიხილავენ. კრიტერიუმებია პროფესიული განათლება, კვალიფიკაცია, პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ექსპერტებთან განხილვის შემდეგ უკვე მომდევნო კვირაში მე მექნება კომუნიკაცია კანდიდატებთან, რის შემდეგაც კანდიდატები და ექსპერტთა შეფასებები უკვე წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად," - განაცხადა გიორგი აბაშიშიშვილმა.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.