ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია და მმართველი გუნდი კვლავ ბრალდებებით საუბრობენ. ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების მცდელობაში, კოალიცია კი ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. კუმისში, 57–ე საარჩევნო უბანზე ოპოზიცია დამკვირვებლების მობილიზებას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფორმაციით, კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის ფინანსური დირექტორი ქართული ოცნების სასარგებლოდ გაყალბებას აპირებს.
ოპოზიციონერის ბრალდებებს გოგიტა მაისუირაძემ დღეს არ უპასუხა. კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის ფინანსური დირექტორი ოპოზიციას სასმრთლოში ჩივილს ურჩევს.
მოგვინებით ნაციონალური მოძროაბის წევრებს ბრალდბებითვე უპასუხეს ქართული ოცნების ოფისში. მმართველი გუნდი ოპოზიციას არცევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე 2 კანდიდატია რეგისტრირებული. ქართული ოცნებიდან გოჩა ჯამარაული, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კი ბესიკ კახაბრიშვილი.
ავტორი: ნატა მახვილაძე