გიორგი კანდელაკი გუგული მაღრაძეს კომუნისტს უწოდებს და მის ნაშრომს ასაჯაროვებს

გიორგი კანდელაკის განცახდებით ქართლული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გუგული მაღრაძე, რომელიც საღამოს ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ევროპულ ღირებულებებზე საუბარს გეგმავდა, წლების წინ ამ ცივილზაციას უპირისპირდებოდა.

გიორგი კანდელაკის ეს განცხადება გუგული მაღრაძის ავტორობით 33 წლის წინ გამოცემული ბროშურას უკავშირდება. ბროშურას, რომელიც გუგული მაღარაძემ 1983 წელს დაწერა „ახალი ადამიანის აღზრდა და ჰარმონიული განვითარება“ ჰქვია და ახალი, საბჭოთა ადამიანის აღზრდისა და კომუნისტური მორალის საკითხებს ეხება.

გუგული მაღრაძემ კრიტიკა არ მიიღო და გიორგი კანდელაკს მისი დისერტაციის წაკითხვა ურჩია. ეს თემა ევროსაბჭოს კორიდორებში თანგუნდელებს შორის განხილვის საგანიც გახდა.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

Читайте на сайте