ნუკრი ქანთარია მინისტრ ჯანელიძეზე გაკეთებული განცხადების გამო თანაგუნდელებმა მკაცრად გააკრიტიკეს
ნუკრი ქანთარია უმცირესობაში აღმოჩნდა. დეპუტატის არაკორექტულ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, როგორც თანაგუნდელების, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მკაცრი პასუხი მოჰყვა.
ქვეყნის პირველ დიპლომატს დეპუტატის საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია. მიხეილ ჯანელიძის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე განმარტებები მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა გააკეთეს.
ნუკრი ქანთარიამ მიხეილ ჯანელიძის გამოცდილება მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. უმრავლესობის წევრმა მთავრობას რეკომენდაციითაც მიმართა და ლავროვთან მომლაპარაკებელ ფიგურად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაასახელა.
თედო ჯაფარიძემ თანაგუნდელის პოზიცია არ გაიზიარა. ნუკრი ქანთარიას კოლეგებმაც მკაცრი პასუხი გასცეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი