წინასწარი შედეგებით გარდაბნის არჩევნებში გოჩა ჯამარაული ლიდერობს
გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ხმების 67,49%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ჯამარაული ლიდერობს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა კი 32,51% დააგროვა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საგანგებო ბრიფინგი, სადაც წინასწარი შედეგები გაასაჯაროვეს რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
გარდაბანში არჩევენები დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, უბნების დახურვამდე 1 საათით ადრე კი ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
გარდაბნის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა ქართული ოცნებიდან გოჩა ჯამარაული და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი.