რუსეთისთვის სამართლებრივი განაჩენის გამოტანის პროცესი დაიწყო - აკაკი მინაშვილი

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება," - ასე აფასებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის გამოძიების თაობაზე ნაციონალურ მოძრაობის წვერი, აკაკი, მინაშვილი.

როგორც კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრისას მინაშვილმა განაცხადა, "ამ სასამართლო პროცესით რუსეთისთვის სამართლებრივი განაჩენის გამოტანის პროცესი დაიწყება".

„გადაწყვეტილების გამოტანა იქნება მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი წნეხი პუტინის რეჟიმზე იმიტომ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებს და სამართლებრივ ინიციატივებს გარკვეულწილად შემაკავებელი ეფექტი აქვს რუსეთის წინააღმდეგ, რათა მათ მსგავსი მოქმედებები არ გააგრძელონ,“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რთული იქნება, რადგან რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი. თუმცა, მინაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დღევანდელი ხელისუფლების განცხადებებიც გაიხსენა, სადაც მთავრობის წევრები „ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდნენ“, რის გამოც მინაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებას "უპასუხისმგებლო და მოღალატე ხელისუფლებას" უწოდებს. 

Читайте на сайте