რუსეთს არ ასცდება ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაში თანამონაწილეობის დამტკიცება - ალექსი პეტრიაშვილი
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "მნიშვნელოვანს" უწოდებს და დარწმუნებულია, რომ გამოძიების ბოლოს რუსეთს ქართველის ხალხის ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობა დაუმტკიცდება. თუმცა, პეტრიაშვილი დამნაშავეების დასჯის სირთულეს ხედავს, რადგან რუსეთი რომის სტატუტის წევრი არ არის.
ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„რუსეთს არ ასცდება ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაში თანამონაწილეობის დამტკიცება. იქ მეორეხარისხოვან როლებზე იყვნენ ოსი კრიმინალები, რომლებიც დღესაც ძალიან სიამტკბილობაში არიან რუსულ საოკუპაციო ძალებთან, რომლებიც როგორც 21-ე საუკუნის მეკობრეები, ისე იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. ამას აუცილებლად ექნება დასასრული,“ - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.