რუსთავი2-ის საქმემ განაპირობა ისიც, რომ გაცილებით დაკვირვებით დაიწყეს ადამიანის უფლებათა სხვა პრობლემების განსჯა - გიორგი ტუღუში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატიავის თავმჯდომარე, გიორგი ტუღუში, კურიერის პირდაპირ ერთეში იმ ანგარიშებს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში არის ოპოზიციური პოლიტკური პარტიების მიმართ დევნა.

გიორი ტუღუშმა ასევე იუსაუბრა ევროსაბჭოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მოხსენებაზე, რომელმაც გიგი უგულავა პოლიტკურ პატიმრად მოიხსენია.  

„ეს ბოლო პერიოდი არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო მაღალი ტრიბუნა, სადაც არ მოგვისმენია საქართველოს კრიტიკა ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი პრობელემების გამო. არ არის გასაკვირი, რომ უგულავას სახელი ფიგურირებს ბევრ საერთაშორისო დოკუმეტში, რომელიც მიღებულ იქნა ბოლო პერიოდში, როგორც ევროპარლამეტის მხრიდან, ასევე ევროპის საბჭოს მხრიდან," - ამბობს გიორგი ტუღუში და დასძენს, რომ "ნებისმიერი იურისტი, რომელიც ჩახედავს საქმეებს, რომლებიც წარმოებს არა მარტო გიგი უგულავას, ასევე სხვების მიმართ, მიხვდება, რეალურად რასთან აქვს საქმე".

"როდესაც ხელისუფლება საკუთარ თავზე იღებს ისეთ რისკს, რომ აკავებს და წინასწარ პატიმრობაში ჰყავს წინა ხელისუფლების არამარტო თანამდებობის პირები, არამედ პოლიტიკური ლიდერები, უნდა იყოს ძალიან მყარი და გამართული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც უამრავ კითხვას არ გააჩენს,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ის ანგარიშში ნახსენებ მედიაში შექმნილ პრობლემებს და რუსთავი2-ის საკითხსაც გამოეხმაურა.

„ცხადია, რომ მედია და მითუმეტეს რუსთავი2 არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ძალიან ვაფფასებ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დროულ რეაქციას. რუსთავი2 იყო მკვეთრი წითელი ხაზი. რთულია, დააჯერო ვინმეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის თავზე კონკრეტული პირის საკუთრების აღდგენის თემა დადგა და ამასთან ხელისუფლაბას არ აქვს შეხება. რუსთავი2-მა განაპირობა ისიც, რომ უკვე გაცილებით უფრო დაკვირვებით დაიწყეს განსჯა ადამიანის უფლებათა სხვა პრობლემებისა, რომლიც ქვეყანაში არსებობს," - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

Читайте на сайте