ეკა ტყეშელაშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის გამოძიებას "მნიშვნელოვანს" უწოდებს

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი, ეკა ტყეშელაშვილი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას "ძალზედ მნიშვნელოვან მოვლენად" აფასებს და ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქმის გამოძიება ქვეყნის საზღვრებს გასცდენოდა". თუმცა, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, შესაძლოა, შემაფერხებელი გარემოება იყოს.

ამის შესახებ ეკა ტყეშელაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

„დღეს უკვე სასამართლო განიხილავს საერთაშორისო დანაშაულებს, როგორიცაა ომის დანაშაული და ეთნიკური წმენდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად გადასცა საქმის წარმოება საერთაშორისო სასამართლოს. ეს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო,“ - აცხადებს ეკა ტყეშელაშვილი.

Читайте на сайте