გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა, ქართული ოცნების პირველი ნომერი იყოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სავარაუდოდ, კოალიცია ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იქნება.
ამის შესახებ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მისმა წევრებმა ისაუბრეს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, განცხადებით, კვირიკაშვილი ქართული ოცნების ლიდერია და, შესაბამისად, სიის პირველ ნომრადაც ის მოიაზრება.
„გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პარტიის ლიდერი და ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერიც. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ის იყოს პირველი ნომერი,“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ დღეიდან პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.