მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ისაუბრებენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომაა ჩანიშნული დღეს 10 საათზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ სხდომა დისციპლინური საჩივრების განხილვის გამო დაიხურება.
სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იქნება - ის აქცენტს მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირდებით გააკეთებს.
სხვა საკითხებთან ერთად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში გამოყოფილი შტატების ოპტიმიზაციის საკითხიც.