სპეცრაზმს დარბევის ბრძანება ჰქონდა და მან უარი თქვა შესრულებაზე - სააკაშვილი რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

"სპეცრაზმს დარბევის ბრძანება ჰქონდა და მან უარი თქვა შესრულებაზე," - ამ განცხადებას საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე აკეთებს.

მისი თქმით, "ეს კაცი ყველა ძალის გამოყენებით აპირებდა ერთადერთი თავისუფალი ტელევიზიის დახურვას. თავისი ფრაქციის წევრებს უთხრა, ხვალ შევდივარ და ვამთავრებ რუსთავი2-სო".

მისი თქმით, ივანიშვილი ამის შესრულებას ყველანაირი მეთოდით ცდილობდა. მათ შორის ძალის და ფარული ჩანაწერების გამოყენებით, რომელიც, სააკაშვილის თქმით,  "ეფ-ეს-ბეს მიერ არის მოპოვებული და, რომელსაც იყენებს მათი ფილიალი - საქართველოს მთავრობა".

სააკაშვილი ამბობს, რომ მისთვის ეს მეთოდებიც და ძალის გამოყენებაც მიუღებელია. თუმცა, ამბობს, რომ მისი ნათქვამი, რაც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებდა, იყო გაფრთხილება, რომ   "თავისუფლებას უნდა ბრძოლა და, როდესაც საუბარი გაქვს ძალიან ბრუტალურ ძალაზე, ასეთი რაღაცისთვის მზად უნდა იყო".  

ამასთან, სააკაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ "აღმოჩნდა, რომ მას საქართველოში ძალისმიერი აპარატი არა ჰყავს და ამიტომ შეეცდება რაღაც ბანდიტური ჯგუფების განვითარებას და ამიტომ მეშინია, რომ ძალადობისკენ არ წასულიყო დ არ წავიდეს. მაგრამ ევრ შეძლებს. თუკი ხალხი იქნება მობილიზებული, საქართველოში ძალადობრივი სცენარი ვერ შედგება".    

Читайте на сайте