მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების მიერ უგულვებელყოფილ მის პროექტებზე საუბრობს

"სათხილამურო კურორტი მხოლოდ სათხილამურო ტრასა არ არის, აქ ინფრასტრუქტურაა ყველაზე მნიშვნელოვანი," - ამბობს სააკაშვილი და იმ პროექტებს იხსენებს, რომლის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი და ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უარი თქვა.  

ერთ-ერთ ასეთ პროექტად მან გვირაბების მშენებლობა დაასახელა, რომელსაც სვანეთამდე გზა უნდა შეემოკლებინა. 

მისი თქმით, გვირაბები უნდა აშენებულიყო გომბორი - წყალტუბო - ლენტეხი- თეთნულდის მარშრუტზე და ეს, მისი თქმით, თეთნულდამდე მისასვლელ გზას მნიშვნელოვნად შეამოკლებდა.

ასევე ისაუბრა წყალტუბოში ასაშენებლ სასტუმროზე, რომელიც, მისი თქმით, ბადენ-ბადენის სამკურნალო-ტურისტული ინფრასტრუქტურის მსგავსი იქნებოდა და  ქვეყანას უნიკალურ შანსს მისცემდა. 

"ინვესტორებიც გვყავდა და ფულიც გვქონდა, მაგრამ ხომ ხედავთ, რა ქნეს," - ამბობს სააკაშვილი.  

Читайте на сайте