რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ - სააკაშვილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე
"მე ინტუიციურად არასოდეს არ შემშლია. 2012 წელს ჩვენ ყველა გამოკითხვით ვიგებდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წავაგებდით და ახლა რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ," - ეს განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემა განსხვავბულ აქცენტებში საუბრისას გააკეთა.
გადაცემის კითხვაზე საპასუხოდ, თუ რის საფუძველზე ამბობს ის ამას და არის თუ არა 4 წელი საკმარისი, რომ არსებული ხელისუფლების მიმართ დაღლილობის განცდა, სააკაშვილი ამბობს, "სხვა რომ ყოფილიყო ამათ ადგილზე, ვიტყოდი, რომ არ არის საკმარის".
ამ შემთხვევაში კი, მისი თქმით, როდესაც მოქმედმა ხელისუფლებამ ყველა პროექტი გააჩერა, რაც კი წინა ხელისუფლებას დაწყებული ჰქონდა და თავისიც ვერაფერი გააკეთა, საზოგადოებაში ეს განწყობები ბუნებრივად გაჩნდება.