დღე 4 - 17 წლის სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელი უცნობია
ამ დრომდე უცნობია თუ სად იმყოფება 17 წლის სამირა ბაირამოვა. ის უკვე მეოთხე დღეა ოჯახის წევრებს არ უნახავთ.
მოზარდის დაბრუნების მოლოდინში გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილები ქვემო-ფონიჭალის განყოფილებასთან სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრები და ნათესაები.
ისინი სამართალდამცავებისგან დროულ რეაგირებას და 17 წლის გოგოს ოჯახში დროულ დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
სამართალდამცველები კი ამ დრომდე ცდილობენ გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას. პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, იმ არასრულწლოვანი ბიჭის დედაც, რომელსაც ბაირამოვები 17 წლის გოგოს გატაცებაში ედავებიან. მას ჟუნრალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.