სააკაშვილის წინააღმდეგ ოდესაში, ფულის სანაცვლოდ, აქციების გამართვას თბილისელ აქტივისტებს სთავაზობენ
სააკაშვილის წინააღმდეგ ოდესაში, ფულის სანაცვლოდ, აქციების გამართვას თბილისელ აქტივისტებს სთავაზობენ.
ამის შესახებ გადაცემა P.S-ს ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ უამბო. სვანაძე იყო ერთ-ერთი, ვისაც უკრაინიდან დაურეკეს და ანაზღაურების სანაცვლოდ ქართველი აქტივისტების ჯგუფის ჩაყვანა შესთავაზეს. დავალების თანახმად მათ ოდესის ცენტრში სააკაშვილის წინააღდეგ მიტინგები უნდა მოწყოთ.
ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ამბობს, რომ უკრაინიდან მას სამი თვის წინ შს სამინსიტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ინგა ბერიკაშვილი, დაუკავშირდა. ის ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა, მანამდე კი ქართული ოცნების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მუშაობდა.
ქართველების აქციები ოდესაში ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, სააკაშვილის წინააღმდეგ ახლა ქალაქში აქტიური კამპანია მიმდინარეობს. ქუჩაში დადის ავტომობილი, რომელიც ხალხს ურჩევს, გუბერნატორი გააძევნონ. ქალაქის 20 წერტილში კი სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
ამ თემაზე უფრო ვრცლად სპეციალურად P.S-ის კორეპსონდენტი, ნოდარ მელაძე.
ავტორი: ნოდარ მელაძე