ახალი ჰიდროელექტროსადგურები - ექსპერტები სპეკულატიურ ინვესტორებზე საუბრობენ

ენერგეტიკის სამინისტრო ბოლო თვეებია, ახალი ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია გადასული. მოლაპარაკებები მიდის, თუმცა საბოლოო პასუხს გარანტირებულ შესყიდვებზე ვერ ეუბნებიან.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წელია, საქართველოს რუსეთიდან, საშუალოდ, 500 მლნ კილოვატ საათამდე ენერგია შემოაქვს, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოტანილი ენერგიის ჩათვლით კი რიცხვი 700 მლნ/კილოვატ საათამდე ადის. ძვირი იმპორტის წყალობით კი საბალანსო ენერგიის ფასი ერთ კილოვატზე დღეს უკვე 15 თეთრს სცდება.

ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციით, გამოწვევაზე ერთადერთი პასუხი საკუთარი სიმძლავრეების განვითარებაა, უპირველესად კი ჰიდროსადგურების მშენებლობა. თუმცა, ილია ელოშვილს უჭირს, გაიხსენოს, ბოლოს როდის გააფორმა მისმა უწყებამ ახალი ჰიდროსადგურის შესახებ მემორანდუმი.

ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების ინტერესის კლებაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მიუთითებს - 2015 წლის წინასწარი მონაცემებით, ამ სფეროში ჩადებული კაპიტალი მხოლოდ 90 მლნ დოლარი იყო, წინა წლებთან შედარებით საშუალოდ ორჯერ ნაკლები.

სამინისტროში საბოლოო, დაზუსტებული მონაცემების მოლოდინში არიან.  

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის წარმოამდგენელი, მურმან მარგველაშვილი, ბიზნესის სტურუქტურის  გაჭვირვალეების აუციელებლობაზე მიუთითებს.  ექსპერტები ენერგეტიკის სამინისტროს დიდი ხანია, მიუთითებენ, რომ გაუმჭვირვალე თამაშის წესების წყალობით, საქართველოს ენერგეტიკა მხოლოდ სპეკულატიურ ინვესტორებს ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებს აინტერესებთ.

 

 

ავტორები: მიშა სესიაშვილი, ნონა მიქიაშვილი

Читайте на сайте