ბოლო ორი ათეული წელია, თბილისში სიცოცხლის ხარისხი უარესდება

ბოლო ორი ათეული წელია, თბილისში სიცოცხლის ხარისხი უარესდება. არიქტექტორი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ ყველაზე დაუცველი სიცვრცე თბილისის ცენტრია. მშენებლების მხრიდან ზეწოლა სწორედ ამ ტერიტორიაზე ხდება და ამას 2007 წელს შეცვლილი კანონმდებლობა ხელს უწყობს. ინვესტორის ინტერესის გათვალისწინებით სართულების რაოდენობა ანუ მშენებლობის კოეფიციენტი არ იზღუდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ამბობს, რომ ქალაქის გენერალური გეგმით ერთ მოსახლეზე 11 კვადრატული მეტრი სიმწვანე უნდა იყოს გათვალისწინებული. ამბობს, რომ ამ მონაცემის 2 დან 5 კვადრატულამდე შემცირება მშენებლობების ბუმმა გამოიწვია. ადასტურებს, რომ შედეგად ჰაერი ბინძურდება და გავლენას კლიმარტის ცვლილებაზეც ახდენს.

იმას, რომ თბილისი სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას, 2011 წლის გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგამის ანგარიშიც ადასტურებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით, თბილისის ზოგიერთ უბანში ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ასეთია ცენტრალური უბნები: ვერა, ვაკე, საბურთალო, ასევე რუსთაველის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. ალექსიძის ქუჩაზე ჯერჯერობით დაბინძურების საშუალო დონეა და სანამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

 

 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი

Читайте на сайте