"შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით"- საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება და განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს

"შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაული ხალხი და მრავალი დაშავდა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდში უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქ ხალხს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას,"- წერია განცხადებაში რომელიც პრეზიდენტიც ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა 

Читайте на сайте