ევროკომისარი ქართველ ბიზნესსექტორს შეხვდა

პრემიერმინისტრმა და ევროკამისარმა ვაჭრობის საკითხებში თბილისში გახსნეს კვირეული სახელწოდებით - ევროკავშირი ბიზნესისთვის. ამ კვირეულის პირველ ღონისძიებაზე გიორგი კვირიკაშვილი სესილია მალმსტრომი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდნენ.

საუბრის მთავარი თემა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იყო. ევროკომისრის განმარტებით აუცილებელია სათანადოდ მოხდეს იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელსაც ქართულ ბიზნეს სექტორს ევროკავშირთან ინტეგრაცია სთავაზობს.

Читайте на сайте