ფარულ კადრებზე დაკავებული ჯამალაშვილისა და ფხალაძის ადვოკატები მათ გათავისუფლებას ითხოვენ
ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლში არსებული ნორმის დარღვევის გამო ითხოვს. ფოფხაძე აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება სააპელაციო სასამართლოში კანონის შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა გადაგზავნილიყო, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლომ ადვოკატის საჩივარი 73 საათის შემდეგ, დღეს 13:00 საათზე ჩაიბარა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იგივე ნორმის სავარაუდო დარღვევის გამო ითხოვს ირაკლი ფხალაძის გათავისუფლებას მისი ადვოკატიც.
ფარული მასალის უკანონო მოპოვება-გავრცელებისთვის სულ ხუთი პირია პასუხისგებაში მიცემული.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.