"ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი საარჩევნო სიის 50% შესაძლოა ქალებით დააკომპლექტოს

კურიერის ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში კანდიდატების 50% ქალები იქნებიან.  საპარლამენტო სიის ათეულში შესაძლოა პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი შევიდნენ. 

ეს იქნება პირველი შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში, როდესაც გენდერული თანასწორობის დაცვა სრულიად თანაბარი პირობებით მოხდება და ქალები პარტიულ სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

ნაციონალური მოძრაობა რომ ცვლილებების მოლოდინშია ამას მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც ადასტურებს. საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო სიების შესახებ პირველი კონკრეტული განცხადება გააკეთა სადაც იგი წერს: 

”დროა საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ტრადიციებს ქართულს პოლიტიკაში და გამოვიდეთ რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი.”

პირველად ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ახალი სახეების შესახებ ორი კვირის წინ გავრცელდა. მაშინ არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო სიის სათავეში სანდრა რულოვსის კანდიდატურაზე იყო საუბარი. თავად სანდრა რულოვსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

ავტორი:ეკო მაღრაძე

Читайте на сайте