"სტუდენტებთან დაგეგმილი შალვა ნათელაშვილის შეხვედრები უკანონო ჩარევით უსაფრთხოების სამსახურმა ჩაშალა,"- გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჯარო შეხვედრების ბლოკირებაში ადანაშაულებს. გიორგი გუგავას ინფორმაციით, სუს-მა უმაღლეს სასწავლებლებში პარტიის ლიდერის მიერ დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა ჩაშალა.

პარტია საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართავს და წინასაარჩევნოდ სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქმედებებს გააკონტროლებს.

"საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად უსაფრთოხების სამსახური გააქტიურდა, რომელიც რეალურად ივანიშვილის ჟანდარმერიას წარმოადგენს. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან დაგეგმილი იყო შალვა ნათელაშვილის საჯარო შეხვედრები, რომელიც უკანონო ჩარევით უსაფრთხოების სამსახურმა ჩაშალა,"- განაცხადა გიორგი გუგავამ. 

Читайте на сайте