"თქვენი ნება რომ იყოს პარლამენტში ოპოზიციის ნაცვლად შემოიყვანდით ივანიშვილის მიერ მოთხრილ ხეს და მანდატს მისცემდით,"-ხერხეულიძე

„თქვენი ნება, რომ იყოს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ნაცვლად ან თუნდაც თქვენს მომხრედ შემოიყვანდით ივანიშვილის მიერ მოთხრილ ხეს მანდატს მისცემდით,“-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა  ეკა ხერხეულიძემ გააკეთა. ის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც  პროცედურულ საკითხებს მოჰყვა.  ნაციონალური მოძრაობა განცხადებებისთვის დროის გაზრდას ითხოვდა, რაზეც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უარს აცხადებდა.

„თქვენი სურვილი არის სხვა, თქვენი ნება, რომ იყოს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ნაცვლად ან თუნდაც თქვენს მომხრედ შემოიყვანდით და შემოიტანდით ივანიშვილის მიერ მოთხრილ ხეს, რომელსაც გადასცემდით დეპუტატის მანდატს. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენი მხრიდან განსხვავებული აზრის დაფიქსირება, თქვენ ვალდებული ხართ აიტანოთ, მოითმინოთ და მოისმინოთ ეს,“-განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.  

Читайте на сайте