"ნუ გვაღიზიანებენ იმით რაც გააკეთეს“ - ბაღის აღსაზრდელის მშობლები დავით ნარმანიას განცხადებას გამოეხმაურენ

დავით ნარმანიას განცხადებას ბაღების აღსაზრდელების მშობლები გამოეხმაურნენ. ისინი დღეს მერთან შეხვედრას და იმის ახსნას ცდილობდნენ, რომ მათი მონაწილეობით პროცესები პოლიტიკურად მართული არ არის და მხოლოდ ბავშვების ინტერესებს ემსახურებიან. დავით ნარმანია მშობლებს არ შეხვედრია.

“ამ ხნის განმავლობაში არცერთხელ არ გაუკეთებია ბატონ დავითს განცხადება და უკვე ჩაწყნარებულ სიტუაციაში გამოდის და გვეუბნება, რომ თურმე პოლიტიკურად გაჯერებულია. მშობელი არის პოლიტიკურად გაჯერებული შვილისგან  და გაიგოს ეს ყველამ კარგად, ნუ გვაღიზიანებენ იმით რაც გააკეთეს“ - განცხადა აღსაზრდელის მშობელმა თეა იარაჯულმა.  

აღსაზრდელის მშობლებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი  რატი იონათამიშვილი შეხვდა.     

“ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებას ცხადია, რადგანაც ჩვენი მიზანი არის, რომ ნებისმიერ ბაღში მკაფიოდ დაგეგმილი, გეგმის მიხედვით ვითარდებოდეს სკოლამდელი ინკლუზიური განათლება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამაში მშობლების როლი არის უმნიშვნელოვანესი“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.     

Читайте на сайте