ბრალდებული თავს დამნაშავედ არ გრძნობს - ვასილ ბექაურის ადვოკატი
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ვასილ ბექაურის ადვოკატის თამარ აბესაძის თქმით, საქმის მასალები და ბრალდებულის მონათხრობი ერთმანეთისგან განსხვავდება.
“ სხვა ინფორმაცია არის თავად ბრალდებულისგან რომელიც არის ახლა დროებით მოთავსების იზოლატორში ანუ განსხვავდება დღე და ღამესავით საქმის მასალა და თვითონ ბრალდებულის მონათხრობი სინამდვილეში რა მოხდა და რა იყო. ამდენად ის წარდგენილი ბრალი რაც აქვს მას 338 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და ეს არის ქრთამის აღება, საქმის მასალა სხვა რაღაცაზე მეტყველებს, ხოლო თვითონ ბრალდებული ამბობს, რომ ასეთ ადგილი არ ქონია და რა თქმა უნდა თავს დამნაშავედ არ გრძნობს“ - განაცხადა თამარ აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
ავტორი: მარიკა გოცირიძე