„საკონსტიტუციო სასამართლო მარტო ბატონი უგულავასთვის არ შექმნილა,“ - ეკა ბესელია

„საკონსტიტუციო სასამართლო მარტო ბატონი უგულავასთვის არ შექმნილა,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა ეკა ბესელიამ, პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დროს გააკეთა.

მმართველი გუნდის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი სასამართლოს გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

„საკონსტიტუციო სასამართლო მარტო ბატონი უგულავასთვის არ შექმნილა და არსებობს სხვა მოქალაქეებიც, რომელთაც ამ სიკეთით უნდა ისარგებლონ და რას ნიშნავს ის, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოვაქვეყნოთ და ძალაში შევიყვანოთ სარეზოლუციო ნაწილი და არ ვიცოდეთ რა წერია სამოტივაციო ნაწილში, იმიტომ რომ ვიღაცას ეჩქარება?“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგხასენებთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო სასამრთოს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დღესაც მიმდინარეობდა.

ავტორი: ანა წერეთელი. 

Читайте на сайте