გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში ვიზიტის დროს ნატო-სა და ევროკავშირზეც ისაუბრა
საქართველოს მთავრობის მეთაური ლონდონში - ჩეთემ ჰაუზში გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ Nato-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია.
პრემიერმინისტრმა ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის ექსპერტებთან შეხვედრისას ისიც დააზუსტა, რომ ეს პროცესი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
ვიზიტის მეორე დღეს პრემიერი British Petroleum-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
ლონდონში ყოფნისას საქართველოს პრემიერმინისტრი ბიზნეს ფორუმზეც გამოვიდა სიტყვით და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. შეხვედრას 130 ბიზნესმენი ესწრებოდა.
ავტორი: ნათია გოგსაძე