"არა ოკუპაციას!", "რუსეთი კლავს!" - აქცია ხურჩაში
"არა ოკუპაციას!", "რუსეთი კლავს!" - ასეთი წარწერების მქონე ტრანსპარანტებით აპროტესტებენ არასამათავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი ჟურნალისტები ხურჩაში მომხდარ მკვლელობას.
რუსი ჯარისკაცების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის ფაქტზე, ხელისუფლების მხრიდან ისინი უფრო მძაფრ რეაგირებას მოითხოვენ.
აქციის წევრებმა ხურჩაში სიმბოლურად რუსული დროშაც დაწვეს და საქართველოს მთავრობას მიმართეს, რომ მომხდარს მკაცრი რეაგირება მოჰყვეს.
გიგა ოთხოზორიას ოჯახს სპეციალური სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი