ათასობით ადამიანი მთავარ პროკურატურასთან - აქცია ლოზუნგით ”სამშობლოს სამსახური არ ისჯება!”

პარტიის არსებობის ისტორიაში თავისუფალმა დემოკრატებმა პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. პოლიტიკური პარტიის წევრებმა ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებასთან ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

პარტიის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლაში პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ღიად დაადანაშაულეს. ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული 7-7 წლიანი პატიმრობა კი კიდევ ეთხელ "უსამართლო" და "უკანონო" გადაწყვეტილებად შეაფასეს.

თავისუფალი დემოკრატები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. ამ მიზნით ისინი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავენ.

 

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

Читайте на сайте