საკონსტიტუციო სასამართლო - პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაში, შესაძლოა, უმრავლესობამ ვეტო ვერ დაძლიოს
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები - კანონი, რომლის დამტკიცებამდეც რეკომენდაცია მმართველ გუნდს არ უთხოვია, ვენეციის კომისიაში ერთდროულად ორჯერ გაგზავნეს. პარლამენტის შემდეგ დასკვნა პრეზიდენტმაც მოითხოვა.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მმართველი გუნდი თემატური უმრავლესობის შეგროვებას ვერ შეძლებს.
ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
უკვე ცნობილია, რომ რესპუბლიკელები ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო უმრავლესობამ ახალი რეგულაციები დაჩქარებული წესით ისე, რომ არც ვენეციის კომისიის და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შეფასებები არ მოისმინა.
გიორგი ვოლსკი პრეზიდენტს ვეტოს დადებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
კანონპროექტის სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის უფლებამოსილების შეზღუდვაა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევა მოხდა, არასამთავრობო სექტორი კანოს გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასმართლოში აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდება სწორედ ხელისუფლების მთავარი მოტივაციაა.
ავტორი: ნატა მახვილაძე