ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი ყურადღებით ადევნებს თვალს ე.წ. კაბელების საქმეს

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი ყურადღებით ადევნებს თვალს ე.წ. კაბელების საქმეს, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით ა.წ. 16 მაისს გაასამართლეს.

ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის საგანგებო განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, სადაც ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს, რათა სამხედრო შესყიდვების სფეროში რეფორმები გაატაროს.   

"იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო შესყიდვების პროცედურები უაღრესად რთული და კომპლექსური საკითხია, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი გამოთქვამს მზადყოფნას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სამხედრო შესყიდვების პროექტის საშუალებით, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას, გაატაროს სასურველი რეფორმები აღნიშნულ სფეროში," - ნათქვამია განცხადებაში. 

Читайте на сайте