ამ ფაქტით პრეზიდენტიც და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე არის უაღრესად შეურაცხყოფილი - კახა კოჟორიძე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე, ხურჩაში მომხდარ მკვლელობას კურიერის პირდაპირ ეთერში ეხმაურება. კოჟორიძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, მოწვეული იქნება თუ არა პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაჟღერა.
„ცხადია, ამ ფაქტით პრეზიდენტიც და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე არის უაღრესად შეურაცხყოფილი და უაღრესად შეშფოთებული. მე მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების აქტიურობას ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, მე ვერ გავაკეთებ განცხადებას, რადგან არ ვიცი, იქნება თუ არა მოწვეული ამ საქმესთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.