პრეზიდენტმა რომც შეიწყალოს, ამით ვერ ჩაითვლებიან ეს ადამიანები უდანაშაულოდ - კახა კოჟორიძე

ე.წ. კაბელების საქმეზე პრეზიდენტის მიმართ არსებული მოთხოვნას ბრალდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე, კურიერის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ "დღეს არა კონკრეტულ საქმეზე უნდა იყოს საუბარი, არამედ სასამართლოს რეფორმირებაზე".

კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების კანდიდატების ჩავარდნასთან დაკავშირებით პარლამენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"პრეზიდენტის მთავარი მიზანი სამართლიანი სასამართლოს შექმნის ხელშეწყობაა. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეწყალებაც რომ გამოიტანოს, მაინც ვერ აღადგენს სამართლიანობას, რადგან შეწყალების შედეგადაც ის ადამიანები ჩაითვლებიან დამნაშავეებად. ამიტომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ ზემდგომმა ინსტანციებმა დაადგინოს ამ ადამიანების უსამართლობა. ჩვენ არაკონკრეტულ საქმეზე უნდა ისაუბროს, არამედ სისტემის რეფორმირებაზე,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

Читайте на сайте