პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონზე უარყოფითი შეფასება აქვს

პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე, პარლამენტის მიერ მიღებულ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს "ნეგატიურს" უწოდებს და ამბობს, რომ ის "საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას საფრთხის შემცველია".

ამის შესახებ კახა კოჟორიძემ განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ჩვენ საქმე გვაქვს კანონპროექტთან, რომელიც ძალიან სერიოზულად საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ კანონპროექტში ნამდვილად არის პოზიტიური ცვლილებებიც, მაგრამ გაცილებით მეტია ნეგატივი. ეს, ფაქტობრივად, სამართლებრივი აბსურდია,“ - აცხადებს კოჟორიძე.

პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ პრეზიდენტი უარყოფითად აფასებს ამ კანონპროექტს. თუმცა, დაადებს მას ვეტოს თუ არა, ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ "ეს მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა". 

Читайте на сайте