სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე ანზორ ჩუბინიძე დაიკითხება

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაიკითხება. მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე, დღეს ადვოკატებმა მოსამართლეს საქმეში იმ მტკიცებულების დართვა მოსთხოვეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ იგივე შინაარსით - საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის დროსაც ხდებოდა.

ადვოკატების მტკიცებით ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის დროინდელი, საბიუჯეტო გადარიცხვების საბუთები პროკურატურას აქვს. დაცვის მხარემ ამ დოკუმენტაციის გამოთხოვაზე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. პროკურატურა ადასტურებს,რომ კანცეელარიიდან ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის დროინდელი საბუთებიც გამოთხოვილი აქვს.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის უფროსოსის ბრალდების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 აგვისტოს გაგრძელდება.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

Читайте на сайте