"ეს კრიმინალი დღეს ბედავს და დგამს ტელეშოუს "რუსთავი 2-ზე"-თედო კობახიძე ბადრი ჯავახიშვილის ბრალდებებს პასუხობს

თედო კობახიძე სასამართლოს დასრულებამდე მის წინააღმდეგ ბადრი ჯავახიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემა აღარ აპირებს. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯავახიშვილი თავად არის გამომძალველი და მისი განცხადებები ცილისმწამებლურია. 

„ბადრი ჯავახიშვილი 6 თვის განმავლობაში მსახურობდა საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიაში, იგი არ იყო შტატიანი თანამშრომელი და მუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით, ხოლო ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის 6 თვის შემდეგ, ჯავახიშვილს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პარალელურად ახსენდება, რომ თითქოს მის მიმართ ხორციელდებოდა გამოძალვის ფაქტი. რეალურად კი, მისი მხრიდან ხორციელდებოდა გამოძალვა. კერძოდ, მან კონკრეტული SMS მიწერა მანანა კობახიძეს, მიუთითა კონკრეტული ანგარიშის რეკვიზიტები და მოითხოვა, რომ ჩვენ ჩაგვერიცხა მის ანგარიშზე 5 ათასი ლარი. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილია სამართალდამცავ უწყებაში. ეს კრიმინალი კი დღეს ბედავს და დგამს ტელეშოუს რუსთავი 2-ზე, რომლითაც მან შეურაცხყო ჩემი ოჯახის, პატივი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია,“ - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

Читайте на сайте