"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ორლანდოში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პატივი მიაგეს ორლანდოში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას. მათ ამერიკის საელჩოსთან ყვავილები მოიტანეს და წუთიერი დუმილით გამოხატეს დაღუპულთა მიმართ პატივისცემა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებს ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშე შეხვდა.